1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა უნდა აღკვეთონ მძიმე დარღვევები და უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები კონვენციების ან წინამდებარე ოქმის ყველა სხვა დარღვევის აღსაკვეთად, რომელიც წარმოიშვა სავალდებულო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგად.

2. ის ფაქტი, რომ კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევა ჩადენილია ქვემდგომი პირის მიერ, მის მეთაურებს არ ათავისუფლებს, შესაბამად, სისხლისსამართლებრივი ან დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან, იმ პირობით, რომ მათ იცოდნენ ან ფლობდნენ ინფორმაციას, რომელიც იმ დროისათვის არსებულ ვითარებაში მათ აძლევდა დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მათდამი დაქვემდებარებული პირი ჩადიოდა ან აპირებდა ასეთი დარღვევის ჩადენას და თუ მათ, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, არ მიიღეს ყველა პრაქტიკული ზომა ასეთი დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან აღსაკვეთა