1. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა სამხედრო მეთაურებს, მათი მეთაურობის ქვეშ მყოფი შეიარაღებული ძალების წევრებისა და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სხვა პირების მიმართ, უნდა მოსთხოვონ კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევების თავიდან აცილება და, საჭიროების შემთხვევაში, მათი აღკვეთა და კომპეტენტური ორგანოებისთვის მათი შეტყობინება.
2. დარღვევების თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა მეთაურებისაგან უნდა მოითხოვონ, რომ მათთვის დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიიღონ შესაბამისი ზომები, რათა მათ დაქვემდებარებაში მყოფმა შეიარაღებული ძალების წევრებმა იციან კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით მათთვის დაკისრებული ვალდებულებების შესახებ.
3. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა ნებისმიერი მეთაურისაგან, რომელმაც იცის, რომ მისთვის დაქვემდებარებული ან მის კონტროლს დაქვემდებარებული ნებისმიერი სხვა პირი აპირებს ჩაიდინოს ან სჩადის კონვენციების ან წინამდებარე ოქმის დარღვევას, უნდა მოითხოვოს ყველა იმ ზომის მიღება, რომელიც საჭიროა კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის დარღვევათა თავიდან ასაცილებლად, და, საჭიროების შემთხვევაში, ასეთი დარღვევის ჩამდენი პირების წინააღმდეგ დაიწყოს დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი დევნ