1. მაღალი ხელშემკვრელი მხარეები მაქსიმალურად უნდა დაეხმარონ ერთმანეთს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის მძიმე დარღვევების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართალწარმოებასთან დაკავშირებით.

2. კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის 85-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი უფლებებისა და ვალდებულებებისთვის ზიანის მიყენების გარეშე, და როდესაც გარემოებები ამის საშუალებას იძლევა, მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ ექსტრადიციის საკითხში. მათ სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ იმ სახელმწიფოს თხოვნა, რომლის ტერიტორიაზეც სავარაუდოდ ჩადენილ იქნა დანაშაული.

3.  ყველა შემთხვევაში გამოყენებული იქნება თხოვნის მიმღები მაღალი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.

თუმცა, წინა პუნქტის დებულებები არ ხელყოფს ნებისმიერი სხვა ორმხრივი ან მრავალმხრივი ხასიათის ხელშეკრულების დებულებებიდან გამომდინარე ვალდებულებებს, რომელიც სრულად ან ნაწილობრივ აწესრიგებს ან მოაწესრიგებს სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების საგან