1. (ა) დაარსდება ფაქტების დამდგენი საერთაშორისო კომისია (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „კომისია“), რომელიც შედგება მაღალი მორალური თვისებებითა და აღიარებული მიუკერძოებლობის მქონე თხუთმეტი წევრისგან;
(ბ) როდესაც არანაკლებ ოცი მაღალი ხელშემკვრელი მხარე დათანხმდება კომისიის კომპეტენციის აღიარებას მე-2 პუნქტის შესაბამისად, დეპოზიტარმა ამ დროს და შემდგომში ხუთი წლის ინტერვალებით, უნდა მოიწვიოს ამ მაღალი ხელშემკვრელი მხარეების წარმომადგენლების შეხვედრა კომისიის წევრების არჩევის მიზნით. შეხვედრაზე მხარეთა წარმომადგენლებმა კომისიის წევრები უნდა აირჩიონ ფარული კენჭისყრით იმ პირთა სიიდან, რომელშიც თითოეულ მაღალ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ერთი კანდიდატურის წარდგენა;
(გ) კომისიის წევრები საქმიანობას ახორციელებენ პირადი უფლებამოსილების ფარგლებში და თანამდებობას იკავებენ მომდევნო შეხვედრაზე ახალი წევრების არჩევამდე;
(დ) არჩევნების დროს მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, რომ კომისიაში არჩეულ პირებს ინდივიდუალურად ჰქონდეთ საჭირო კვალიფიკაცია და რომ მთლიანობაში კომისიაში უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა;
(ე) გაუთვალისწინებელი ვაკანსიის წარმოქმნის შემთხვევაში, ვაკანსია უნდა შეავსოს თავად კომისიამ, წინა ქვეპუნქტების დებულებათა გათვალისწინებით;
(ვ) დეპოზიტარმა კომისია უნდა უზრუნველყოს აუცილებელი ადმინისტრაციული საშუალებებით მისი ფუნქციების შესრულებისათვის.
2. (ა) მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ, ოქმის ხელმოწერისას, რატიფიცირებისას, მასთან შეერთებისას ან შემდგომში ნებისმიერ დროს განაცხადონ, რომ ისინი ipso facto და წინასწარი შეთანხმების გარეშე, ნებისმიერი სხვა მაღალი ხელშემკვრელი მხარის მიმართ, რომელიც იღებს იმავე ვალდებულებას, ცნობენ კომისიის კომპეტენციას, გამოიძიოს ამ მეორე მხარის მიერ წაყენებული ბრალდებები, როგორც ეს ნებადართულია წინამდებარე მუხლით.
(ბ) ზემოხსენებული განცხადებები გადაეცემა დეპოზიტარს, რომელიც ასლებს მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს უგზავნის.
(გ) კომისიის კომპეტენციაა:
(i) გამოიძიოს ნებისმიერი ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ წარმოადგენს კონვენციებითა და წინამდებარე ოქმით განსაზღვრულ მძიმე დარღვევას ან კონვენციების ან წინამდებარე ოქმის სხვა სერიოზულ დარღვევას;
(ii) კეთილი სამსახურის გაწევით ხელი შეუწყოს კონვენციებისა და წინამდებარე ოქმისადმი პატივისცემის დამოკიდებულების აღდგენას.
(დ) სხვა სიტუაციებში კომისიამ გამოძიება უნდა დაიწყოს კონფლიქტის მხარის თხოვნის საფუძველზე და მხოლოდ სხვა დაინტერესებული მხარის ან მხარეების თანხმობით;
(დ) წინამდებარე პუნქტის ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, პირველი კონვენციის 52-ე მუხლის, მეორე კონვენციის 53-ე მუხლის, მესამე კონვენციის 132-ე მუხლისა და მეოთხე კონვენციის 149-ე მუხლის დებულებათა მოქმედება გრძელდება კონვენციების ნებისმიერ სავარაუდო დარღვევაზე და უნდა გავრცელდეს წინამდებარე ოქმის ნებისმიერ სავარაუდო დარღვევაზე.
3. (ა) დაინტერესებულ მხარეებს შორის განსხვავებული ხასიათის შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში ყველა გამოძიებას აწარმოებს შვიდი წევრისგან შემდგარი პალატა, რომელიც შემდეგნაირად დაკომპლექტდება:
(i) კომისიის ხუთ წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქეები, გეოგრაფიული არეალების სამართლიანად წარმოდგენის საფუძველზე და კონფლიქტის მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ, ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე;
(ii) ორ საგანგებო წევრს, რომლებიც არ არიან კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქეები, ნიშნავენ თავად მხარეები.
(ბ) გამოძიების ჩატარების შესახებ თხოვნის მიღების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე დაადგენს პალატის შექმნის ვადას. თუ აღნიშნულ ვადაში ვერ აირჩიეს რომელიმე საგანგებო წევრი, კომისიის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ ნიშნავს პალატის დაკომპლექტებისათვის აუცილებელ დამატებით წევრს ან წევრებს.
4. (ა) პალატა, რომელიც მე-3 პუნქტის თანახმად შექმნილია გამოძიების ჩასატარებლად, მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, გაუწიონ მას დახმარება და წარმოუდგინონ მტკიცებულებები. ამასთანავე, პალატას შეუძლია, რომ თავად მოიძიოს სხვა აუცილებელი მტკიცებულებები და გამოძიება ადგილზევე აწარმოოს;
(ბ) ყველა მოპოვებული მტკიცებულება სრულად მიეწოდება დაინტერესებულ მხარეებს, რომელთაც ამ მტკიცებულებათა შესახებ აქვთ კომისიისათვის შენიშვნების წარდგენის უფლება;
(გ) ყოველ დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, სადავო გახადოს ეს მტკიცებულებები.
5. (ა) კომისია დაინტერესებულ მხარეებს წარუდგენს პალატის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მოხსენებას იმ რეკომენდაციებთან ერთად, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს;
(ბ) თუ პალატამ ვერ შეძლო ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, იგი კომისიას აცნობებს მიზეზებს, რომელთა გამოც ეს ვერ მოახერხა;
(გ) კომისია თავის დასკვნას საჯაროდ არ აცხადებს, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას კონფლიქტის ყველა მხარე მოითხოვს.
6. კომისია ადგენს თავის პროცედურულ წესებს, კომისიასა და პალატაში თავმჯდომარეობის წესების ჩათვლით. ეს წესები უზრუნველყოფს კომისიის თავმჯდომარის მიერ მისი ფუნქციების აღსრულებას ნებისმიერ დროს, ხოლო გამოძიების წარმოებისას, მათ შესრულებას იმ პირის მიერ, რომელიც კონფლიქტის რომელიმე მხარის მოქალაქე არ არის.
7. კომისიის ადმინისტრაციული ხარჯები იფარება ნებაყოფლობითი შენატანებითა და იმ მაღალ ხელშემკვრელ მხარეთა შენატანებით, რომელთაც, მე-2 პუნქტის თანახმად, გაკეთებული აქვთ განცხადებები. კონფლიქტის მხარე ან მხარეები, რომელიც კომისიას მიმართავენ გამოძიების ჩატარების თხოვნით, ავანსად იხდიან პალატის ხარჯების დასაფარად საჭირო თანხას, რომლის ორმოცდაათ პროცენტს ანაზღაურებს ის მხარე ან მხარეები, რომელთა წინააღმდეგ არის მიმართული განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ. პალატისათვის შემხვედრი ბრალდებების წარდგენის შემთხვევაში, თითოეულ მხარეს ავანსად შეაქვს აუცილებელი სახსრების ორმოცდაათი პროცენტ