1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამზადებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელსაც მოეთხოვება:

ა) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლება-მოვალეობების და თავშესაფრის პროცედურის ცოდნა;

ბ) გასაუბრების ტექნიკის ფლობა;

გ) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა გამოვლენისა და შესაბამისი ქმედებების განხორციელების უნარი;

დ) უცხოელთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა კულტურული, ასაკობრივი და სქესობრივი მახასიათებლების გათვალისწინების უნარი;

ე) სპეციფიკური საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის და თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესის ცოდნა;

ვ) კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

2. სამმართველოს უფროსი ანაწილებს საქმეებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაჩქარებული წესით განხილვის ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვის განყოფილებების უფროსებს შორის, რომლებიც, თავის მხრივ, აღნიშნულ საქმეებს უნაწილებენ სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი ან დაჩქარებული წესით განხილვისა და განხილვის შესაბამისი ვადის მითითებით.

3. საქმეების განაწილებისას, როგორც წესი, მხედველობაში მიიღება შემდეგი გარემოებები:

ა) სტატუსის დამდგენი სპეციალისტის შესაბამისი ცოდნა წარმოშობის ქვეყნების, კონკრეტული რეგიონების ან საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული დევნის გარემოებების თავისებურებებთან დაკავშირებით;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის სქესი – შესაძლებლობის შემთხვევაში საქმეების განაწილება ხორციელდება იმავე სქესის სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე, რომელსაც წარმოადგენს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი არ ითხოვს განსხვავებული სქესის სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ საქმის განხილვას;

გ) ერთი ოჯახის წევრების ან იმ ახლო ნათესავების ურთიერთდაკავშირებული საქმეები, რომლებიც განიხილება დამოუკიდებლად, ნაწილდება ერთ სტატუსის დამდგენ სპეციალისტზე.

4. საქმეების განაწილება ხდება ანკეტირების დასრულებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში, რათა სტატუსის დამდგენ სპეციალისტს ჰქონდეს საკმარისი დრო საქმის მასალების გაცნობისა და მათი განხილვისთვის.

5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი აწარმოებს მისთვის გადაწერილი საქმეების სიას, თითოეული საქმის მდგომარეობის მითითებით. ყოველი თვის ბოლოს, სია წარედგინება სამმართველოს უფროს