1. შესაძლებლობის შემთხვევაში, თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელიც ფლობს არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაციას და მომზადებულია არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური, ემოციური, ფიზიკური განვითარებისა და ქცევის საკითხებში.

2. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ითვალისწინებს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკს და უნარებს, მათ შორის, განვითარების დონეს, აღქმის და კომუნიკაციის უნარს. გასაუბრების მიზნისა და წესების ახსნისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, არასრულწლოვანის ასაკის გათვალისწინებით, იყენებს მარტივ გამოთქმებს. არასრულწლოვანს განემარტება, რომ, იმ შემთხვევაში, თუ არ ესმის კითხვის შინაარსი ან პასუხი არ აქვს, შეუძლია განაცხადოს ამის შესახებ.

3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრება ტარდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის თანდასწრებით (მისი არსებობის შემთხვევაში).

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების არსებით ელემენტებთან დაკავშირებით, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის გამოკითხვისას გაითვალისწინება შემდეგი გარემოებები:

ა) ასაკი და მისი განვითარების დონე როგორც გასაუბრების, ისე საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებული მოვლენების პერიოდში;

ბ) ფსიქოლოგიური ზემოქმედება, რაც შესაძლოა გამოეწვია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებაში მითითებულ გარემოებებს;

გ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის ფლობის შესაძლო შეზღუდვები და სტატუსის დადგენისთვის მისი მნიშვნელობა.

5. თუ თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს არ სურს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისათვის აუცილებელ ფაქტებზე და მოვლენებზე საუბარი, შესაძლებელია გასაუბრების გადადება ან შეწყვეტა. გასაუბრების შეწყვეტის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება წარმოშობის ქვეყნის შესახებ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.

6. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებისას, საჭიროებისამებრ, არასრულწლოვანის თავისებურებების გათვალისწინებით, ცხადდება შესვენებებ