1. გასაუბრება იმართება ვადაში, რომელიც არ აღემატება 4 კალენდარულ დღეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლის მიერ ან მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოში მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს დიპლომატიური ან საკონსულო წარმომადგენლობის მიერ მოთხოვნის მიღების თარიღიდან.

2. გასაუბრების გამართვის თარიღი, დრო და ადგილი თანხმდება მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოების მიერ ან მოთხოვნის მიმღები დიპლომატიური წარმომადგენლობებისა ან საკონსულო დაწესებულებების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.

3. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს გასაუბრებას დაქვემდებარებული პირისა და წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლებამოსილი წარმომადგენლის ტრანსპორტირება იმ შეთანხმებულ ადგილას, სადაც უნდა ჩატარდეს გასაუბრებ