1. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-2 დანართით დადგენილი ფორმის მიხედვით შედგენილი რეადმისიის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით.
2. მხარეთა სახელმწიფოების მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ მოთხოვნას თან ერთვის მოთხოვნის წარმდგენი მხარის ხელთ არსებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-3 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტები ან მათი ასლები, რომელთა არსებობა ადასტურებს ან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს მოქალაქეობას.
3. მესამე სახელმწიფოებიდან შემოსულ მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის შესახებ მოთხოვნას თან ერთვის მოთხოვნის წარმდგენი მხარის ხელთ არსებული წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მე-4 და მე-5 მუხლებში აღნიშნული დოკუმენტები ან მათი ასლები, რომელთა არსებობა ადასტურებს ან იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სახეზეა აღნიშნულ პირთა რეადმისიის საფუძველი.
4. საჭიროების შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო რეადმისიის შესახებ მოთხოვნის „Б“ პუნქტში მიუთითებს დამატებით ინფორმაციას რეადმისიას დაქვემდებარებული პირის განსაკუთრებული საშიშროებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
5. რეადმისიის შესახებ მოთხოვნაზე პასუხი მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს წერილობითი ფორმით ინფორმაციის გადაცემის ტექნიკური საშუალებების მეშვეობით ან, საჭიროების შემთხვევაში, დიპლომატიური არხების საშუალებით შეთანხმების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებშ