1.  შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანოებია:

საქართველოს მხრიდან – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: მ. გახოკიძის ქ. 16, 0182, თბილისი, საქართველო

ტელ.: (+995 32) 2 41 96 35

ფაქსი: (+995 32) 2 41 96 26

ელ-ფოსტა: readmission@mia.gov.ge

ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან –

შინაგან საქმეთა სამინისტრო

მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტი

მისამართი: გოროდსკოი ვალი ქ. 4, 220030, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ: (+375 17) 218 72 36

ფაქსი: (+375 17) 218 76 02

ელ. ფოსტა: dcm@mia.by

სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტი

მისამართი: ვოლგოგრადის ქ. 24, 220050, ქ. მინსკი, ბელარუსის რესპუბლიკა

ტელ: (+375 17) 328 54 06

ფაქსი: (+375 17) 327 70 03.

2. მხარეები, დიპლომატიური არხების მეშვეობით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული კომპეტენტური ორგანოების შეცვლის შესახებ.

3. შეთანხმებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის შესრულების მიზნებისათვის მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ერთმანეთთან ურთიერთქმედებენ უშუალოდ.

4. ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე, წარადგენს საქართველოს მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფოს სასაზღვრო კომიტეტი განიხილავს ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განიხილავს  საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიის შესახებ მოთხოვნებს და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს, აგრეთვე წარადგენს ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქეებთან, მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებით რეადმისიისა და ტრანზიტის შესახებ მოთხოვნებს.

6. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები წერილობითი ფორმით, დაუყოვნებლივ აცნობებენ ერთმანეთს საკუთარ საკონტაქტო მონაცემებში ცვლილებების შესახე