1. ეროვნული უსაფრთხოების დაცვასთან, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფასთან ან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, თითოეულ მხარეს შეუძლია ნაწილობრივ ან სრულად შეაჩეროს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება.

2. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეჩერებისა ან განახლების შესახებ ერთი მხარე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით აცნობებს მეორე მხარეს ასეთი გადაწყვეტილების რეალიზაციის დაწყებამდე არაუგვიანეს 72 საათის