1. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფო საზღვრის გამტარ პუნქტამდე წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა რეადმისიასა და შესაძლო თანხლებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, ასევე წინამდებარე შეთანხმების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ ხარჯებს გასწევს მოთხოვნის წარმდგენი მხარე, თუ ხარჯების ანაზღაურება ვერ მოხდება აღნიშნული პირების მიერ დამოუკიდებლად ან მესამე მხარის მიერ.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტსა და შესაძლო თანხლებასთან, აგრეთვე, მათ შესაძლო უკან დაბრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაწევს მოთხოვნის წარმდგენი მხარე იმ შემთხვევაში, თუ ხარჯების ანაზღაურება ვერ მოხდება აღნიშნული პირების მიერ დამოუკიდებლად ან მესამე მხარის მიე