1. მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო გასცემს მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით მესამე სახელმწიფოებში ტრანზიტის ნებართვას, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო იძლევა გარანტიას, რომ ამ პირებს მიეცემათ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლის საშუალება, მიუხედავად იმისა, ეს სახელმწიფო წარმოადგენს ტრანზიტის თუ დანიშნულების სახელმწიფოს.

2. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტი შეიძლება განხორციელდეს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თანამშრომლების თანხლებით.

3. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირთა ტრანზიტის შესახებ მოთხოვნა მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ წარედგინება წინასწარ, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით პირის შესვლის სავარაუდო თარიღამდე, თუ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

4. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის მიღების თარიღიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში გამოთქვამს ტრანზიტზე თანხმობას ან მოტივირებულ უარს ამბობს ტრანზიტის განხორციელებაზე.

5. წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირების ტრანზიტის განხორციელებისას, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს თხოვნის საფუძველზე მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო აღმოაჩენს შესაძლო დახმარებას.

6. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შეუძლია უარი თქვას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთა ტრანზიტზე იმ შემთხვევაში, თუ:

ა) არსებობს საფრთხე იმისა, რომ დანიშნულების ან ტრანზიტის სახელმწიფოში მესამე სახელმწიფოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს, სიკვდილით დასჯას ან რასობრივი, რელიგიური, ეროვნული კუთვნილების, აგრეთვე განსაზღვრული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ნიშნით ან პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით დევნას;

ბ) ასეთი პირების ყოფნა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არის არასასურველი,  მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე.

7. მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, ტრანზიტულ გავლაზე გაცემული ნებართვის მიუხედავად, შეუძლია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები დაუბრუნოს მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მათი შესვლის შემდეგ მათ მიმართ დადგინდება წინამდებარე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, აგრეთვე, თუ დანიშნულების ან ტრანზიტის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეუფერხებლად შესვლა გარანტირებულად ვეღარ ჩაითვლება.

8. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები ნაცვალგების საფუძველზე მიიღებენ ზომებს მესამე სახელმწიფოთა იმ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე იმ პირთა ტრანზიტის შემთხვევების შეზღუდვისათვის, რომლებიც შეიძლება დაბრუნებულ იქნენ უშუალოდ მათი მოქალაქეობის ან მუდმივად ცხოვრების სახელმწიფოებში.

9. მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს ახორციელებენ საჰაერო ტრანსპორტი