1. იმ პირთა გადაცემა, რომელთა მიმართაც მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ რეადმისიაზე გაცემულია თანხმობა, ხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი მხარის მიერ ასეთი თანხმობის მიღების თარიღიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.
2. ვადა, რომელიც მითითებულია წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში, შეიძლება გაგრძელდეს, თუ მასში აღნიშნული პირების გადაცემა მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის შეუძლებელია ისეთი გარემოებების წარმოშობის გამო, რომლებიც ობიექტურად უშლის ხელს გადაცემას, რაზეც იგზავნება შესაბამისი წერილობითი შეტყობინება.
3. იმ პირის გადაცემის შეუძლებლობის შემთხვევაში, რომლის რეადმისიაზეც მოთხოვნის მიმღები მხარე გამოთქვამს თანხმობას, მოთხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ უგზავნის მოთხოვნის მიმღები მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს შესაბამის წერილობით შეტყობინება