მხარეები დებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და შეიცავს წესებს, რომლებიც განსაზღვრავს:

ა) შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებსა და მათ საკონტაქტო მონაცემებს;

ბ) სახელმწიფო საზღვრის გამტარი პუნქტებს;

გ) რეადმისიისა ან ტრანზიტის შესახებ მოთხოვნის წარდგენის შინაარსსა და წესს;

დ) გასაუბრების ჩატარებას;

ე) რეადმისიის ან ტრანზიტის პროცედურას;

ვ) თანხლებით პირთა გადაცემის პირობებს, მათ შორის მესამე სახელმწიფოთა მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტის შემთხვევაშიც;

ზ) ხარჯების ანაზღაურება