1. საქართველოს ან დანიის მოთხოვნით, საქართველო და დანია შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც, მათ შორის, შედის შემდეგი წესები:
(a) კომპეტენტური ორგანოების და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა;
(b) ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;
(c) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;
(d) დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები; და
(e) გასაუბრების პროცედურა.
2. პირველ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შევა მხოლოდ მე-18 მუხლში მითითებული ექსპერტთა ჯგუფისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.
ნაწილი VIII
დასკვნითი დებულებე