1. წინამდებარე შეთანხმების რატიფიცირება ან დამტკიცება უნდა განხორციელდეს ხელშემკვრელ მხარეთა მიერ თავიანთი შესაბამისი პროცედურების თანახმად.

2.  წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თარიღის მომდევნო თვის პირველი დღიდან, როდესაც ბოლო ხელშემკვრელი მხარე აცნობებს მეორეს პირველ პუნქტში მითითებული პროცედურების დასრულების შესახებ.

3. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით.

4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის ოფიციალური შეტყობინების საფუძველზე. წინამდებარე შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს ასეთი შეტყობინებიდან 6 თვის შემდე