წინამდებარე შეთანხმებაში ხელშემკვრელ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, კერძოდ „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებრათვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმებაში განხორციელებული მსგავსი ცვლილებების გათვალისწინებით.  ცვლილებები და დამატებები გაფორმდება ცალკე ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, და ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების 21-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისა