1. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს საქართველოს და დანიის იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და, კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან:
(a) „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია, შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“;
(b) საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავენ თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს;
(c) „ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ“ 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია და მისი ოქმები;
(d) „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ“ 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია;
(e) საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ;
(f) მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია.
2. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.
ნაწილი VII
იმპლემენტაცია და გამოყენე