მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები არ არის დაკმაყოფილებული.
ასეთ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილ იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.
მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია— „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“, მუხლი 12, №37-5, 11.11.2014, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016430 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3407996/muxli-12/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია