1. მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტაცია. საქართველო და დანია ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი მოკვლევის ჩატარების გარეშე.
2. მე-3(1) და მე-5(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და დანია გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება არ ხერხდება.
3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულება