1. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის აუცილებელ პირობათა დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტები. ხელშემკვრელი მხარეები ერთობლივად ცნობენ ნებისმიერ ასეთ დამადასტურებელ საბუთს შემდგომი შემოწმების ჩატარების  გარეშე.

2. წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიითვის აუცილებელ პირობათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები. აღნიშნულ მტკიცებულებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტები. ასეთი prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები პირობებს დაკმაყოფილებულად ჩათვლიან, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება ვერ ხერხდება.

3. შესვლის, ყოფნისა და ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტების საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს  ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის განცხადება, რომ აღნიშნულ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონოდ შესვლის, ყოფნის ან ბინადრობის prima facie მტკიცებულება