1. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე თვლის, რომ დამატებითი დოკუმენტები, რომლებიც წინამდებარე შეთანხმების მე-2 და მე-4 დანართებში მითითებული არ არის, შესაძლოა აუცილებელი იყოს რეადმისიას დაქვემდებარებული პირის მოქალაქეობის დასადგენად, მსგავსი დოკუმენტები შეიძლება წარედგინოს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის შესახებ განაცხადთან ერთად.

2. რეადმისიის შესახებ განაცხადის განხილვისას წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების გათვალისწინებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს  მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარ