1. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის შესახებ განაცხადი უნდა წარედგინოს არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის მოქმედ პირობებს. თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლების აღმოფხვრამდე.
2. რეადმისიის შესახებ განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობითი ფორმით 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში. დროის ათვლა იწყება რეადმისიის შესახებ მოთხოვნის მიღების დადასტურების დღიდან.
3. თუ 12 (თორმეტი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადზე პასუხის გაცემას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებული იქნეს ხელშემკვრელ მხარეთა შეთანხმებით.
4. წინამდებარე მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადაში მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისაგან პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.
5. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ დადებითი პასუხის გაგზავნის შემდეგ, აღნიშნული პირის გადაცემა განხორციელდება მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ ორი თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ პერიოდით, რომელიც აუცილებელია იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელა