1. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების პირველ დანართში მითითებული დოკუმენტები. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები ურთიერთცნობენ მოქალაქეობას შემდგომი შემოწმების ჩატარების გარეშე. მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტები.
2. წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას შესაძლოა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-2 დანართში მითითებული დოკუმენტები, მაშინაც კი, თუ მათი მოქმედების ვადა გასულია. ასეთი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები მოქალაქეობას დადგენილად ჩათვლიან, თუ სხვა რამ არ შეიძლება დამტკიცდეს. მოქალაქეობის დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებას არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტები.
3. თუ წინამდებარე შეთანხმების პირველ და მე-2 დანართებში მითითებული ვერცერთი დოკუმენტის წარდგენა ვერ ხერხდება, ან არ არის საკმარისი, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური დიპლომატიური მისია ან საკონსულო დაწესებულება ან მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემის ფარგლებში განსაზღვრული რომელიმე სხვა ორგანო, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის თხოვნით, მოთხოვნის მიღების დღიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს რეადმისიას დაქვემდებარებულ პირთან გასაუბრების ჩატარებას მისი მოქალაქეობის დადგენის მიზნით, გაჭიანურების გარეშ