წინამდებარე შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
a) „მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარადგენს რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ განაცხადს;
b) „მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც წარედგინება რეადმისიის ან ტრანზიტის შესახებ განაცხადი;
c) „ვიზა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, დარჩენის ან ამ ტერიტორიების ტრანზიტით გავლისთვის. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზას;
d) „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვას, რომელიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მათი სახელმწიფოს ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით;
e) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია საქართველოს მოქალაქეობა, მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
f) „მონტენეგროს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია მონტენეგროს მოქალაქეობა, მისი კანონმდებლობის შესაბამისად;
g) „მესამე ქვეყნის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან მონტენეგროს მოქალაქეობის გარდა;
h) „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ გააჩნია არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა;
i) „კომპეტენტური ორგანოები“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფო კომპეტენტურ ორგანოებს, რომელთაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად;
j) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან დანიშნულების ქვეყანამდე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;
k) „რეადმისია“ ნიშნავს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირთა გადაცემას და მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ იმ პირთა მიღებას (მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს მოქალაქე, მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი), რომელიც ვერ ან ვეღარ აკმაყოფილებს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების პირობებს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისა