1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ რეადმისიის შესახებ განაცხადი წერილობითი ან ელექტრონული ფორმით წარედგინება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს დაცული საკომუნიკაციო არხების საშუალებით, კერძოდ, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო დაუყოვნებლივ აგზავნის რეადმისიის განაცხადის მიღებაზე დასტურს.

2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის შესახებ განაცხადზე პასუხს გასცემს წერილობით ან ელექტრონული ფორმით დაცული საკომუნიკაციო არხების, კერძოდ ფაქსის, ელექტრონული ფოსტის ან ავტორიზებული ელექტრონული სისტემის საშუალებით. რეადმისიის შესახებ განაცხადზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, პასუხი უნდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას.

3. შესაძლებლობის ფარგლებში, რეადმისიის შესახებ განაცხადი უნდა შეიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

a) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის შესახებ მონაცემები (მაგ., სახელები, გვარები, დაბადების თარიღი და ადგილი და ბოლო საცხოვრებელი ადგილი) და, საჭიროების შემთხვევაში, მონაცემები არასრულწლოვანი დაუქორწინებელი შვილებისა და/ან მეუღლეების შესახებ;

b) დოკუმენტები, რომლთა საფუძველზეც მტკიცდება მოქალაქეობა და მითითება, თუ რა საშუალებებით მოხდება მოქალაქეობის, ტრანზიტის, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიის პირობების და უკანონოდ შესვლისა და ცხოვრების prima facie  მტკიცებულების წარდგენა;

c) რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ფოტოსურათი;

d) საჭიროების შემთხვევაში, პირის თითის ანაბეჭდები.

4. რეადმისიის შესახებ განაცხადის საერთო ფორმა თან ერთვის წინამდებარე შეთანხმებას მე-5 დანართის სახი