1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე უკან დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ რეადმისირებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 3 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში 6 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმების მე-2 და მე-3 მუხლებში მოცემული პირობები შესრულებული არ არის.

2. ასეთ შემთხვევებში, წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილი იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცი