1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნით და ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ნებისმიერი იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომელიც არ ან ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისთვის დადგენილ მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ წინამდებარე შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმის შესაბამისად დამტკიცდება ან ივარაუდება, რომ ეს პირი:

a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობს ან მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის დროს ფლობდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას, თუ ის პირდაპირ შევიდა მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან;

b) უკანონოდ და პირდაპირ შევიდა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ.

2. წინამდებარე მუხლით განსაზღვრული რეადმისიის ვალდებულება არ ვრცელდება:

a) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის სახელმწიფოსაც, მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის დროს, მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან გააჩნდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი;

b) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელმაც მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის დატოვების შემდეგ მიიღო ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარისგან;

c) მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომლის სახელმწიფოსაც მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარესთან ხელმოწერილი აქვს რეადმისიის შეთანხმებ