საქართველო, გაერთიანებული სამეფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:

რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან

საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე;

პირველ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:

მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან

გაერთიანებულმა სამეფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

პირს გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით;

გაერთიანებული სამეფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე; ან

პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.

საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში ან მესამე სახელმწიფოში.

რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს გაერთიანებული სამეფოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

ნაწილი II

გაერთიანებული სამეფოს რეადმისიის ვალდებულებე