1.  საქართველო, წევრი სახელმწიფოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან ვეღარ აკმაყოფილებენ მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
(a) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ საქართველოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ბინადრობის ნებართვას; ან
(b)     საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ან მისი ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.
2.  1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ, ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
(b)     მოთხოვნის წარმდგენმა წევრმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა მოქმედი ვიზა ან ცხოვრების ნებართვა თავის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
(i)  პირს გააჩნია საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით, ან
(ii) მოთხოვნის წარმდგენი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მოპოვებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტაციის გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან
(iii)     პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.
(c) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე, ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.
3.  რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით საქართველოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველო იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ საქართველომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს ევროკავშირის სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით.
ნაწილი II
ევროკავშირის რეადმისიის ვალდებულებებ