წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:
(a) „ხელშემკვრელი მხარეები” ნიშნავს საქართველოსა და ევროკავშირს
(b) „საქართველოს მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საქართველოს მოქალაქეობა;
(c) „წევრი სახელმწიფოს მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა, კავშირის მიზნებისთვის განსაზღვრული მნიშვნელობით;
(d) „წევრი სახელმწიფო” ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, რომელსაც ეკისრება ამ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები;
(e) „მესამე ქვეყნის მოქალაქე” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც გააჩნია რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობა, საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობის გარდა;
(f) „მოქალაქეობის არმქონე პირი” ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელსაც არ აქვს მოქალაქეობა.
(d) „ბინადრობის ნებართვა” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს აძლევს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. იგი არ გულისხმობს პირისთვის გაცემულ დროებით ნებართვებს, რომლებიც ითვალისწინებს პირის ყოფნას მის ტერიტორიაზე თავშესაფრის ან ბინადრობის ნებართვის მისაღებად შეტანილი განაცხადის განხილვასთან დაკავშირებით.
(h) „ვიზა” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად ან ამ ტერიტორიების ტრანზიტით გასავლელად. აქ არ იგულისხმება აეროპორტის გავლით ვიზა.
(i) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო” ნიშნავს იმ სახელმწიფოს, (საქართველო ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო), რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს _ წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.
(j) „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო” ნიშნავს იმ სახელმწიფოს (საქართველო ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფო), რომელსაც წარუდგენენ რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლის, ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს _ წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად.
(k) „კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს საქართველოს ან ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელება მისი მე-19(1)(ა) მუხლის შესაბამისად.
(l) „ტრანზიტი” ნიშნავს მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით.
(m) „სასაზღვრო რეგიონი” ნიშნავს ტერიტორიას, რომელიც წევრი სახელმწიფოების და საქართველოს საზღვაო პორტების, საბაჟო ზონების ჩათვლით, და საერთაშორისო აეროპორტების ტერიტორიიდან 5 კილომეტრის მანძილზე ვრცელდება.
ნაწილი I
საქართველოს რეადმისიის ვალდებულებებ