1.  მე-2 პუნქტის თანახმად, მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით გათვალისწინებული ერთ-ერთი ვალდებულების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემა მოითხოვს რეადმისიის განაცხადის წარდგენას მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსთვის.
2.  თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს ან პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ასეთი პირის გადაცემის მიზნით მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო ვალდებული არ არის რეადმისიის განაცხადი ან წერილობითი შეტყობინება მე-11(1) მუხლის შესაბამისად წარუდგინოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
3.  მე-2 პუნქტის შეუზღუდავად, თუ პირი დაკავებულ იქნა მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს სასაზღვრო რეგიონში (აეროპორტების ჩათვლით), მას შემდეგ რაც მან უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი უშუალოდ მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიიდან, მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოს შეუძლია წარადგინოს რეადმისიის განაცხადი პირის დაკავების შემდეგ 2 დღის განმავლობაში (დაჩქარებული პროცედურა)