1. წევრი სახელმწიფო, საქართველოს განაცხადის საფუძველზე და ყოველგვარი შემდგომი ფორმალობების გარეშე, გარდა წინამდებარე შეთანხმებაში მითითებულისა, განახორციელებს ყველა იმ მესამე ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის რეადმისიას, რომლებიც ვერ, ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებენ საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების მოთხოვნებს, იმ პირობით, თუ დამტკიცდება, ან prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში ივარაუდება, რომ ეს პირები:
(ა) რეადმისიის განაცხადის წარდგენის დროს ფლობდნენ მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემულ მოქმედ ვიზას ან ცხოვრების ნებართვას; ან
(ბ) მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის, ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემდეგ, უკანონოდ და პირდაპირ შევიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე,2. 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება არ იმოქმედებს, თუ:
(a) მესამე ქვეყნის მოქალაქემ ან მოქალაქეობის არმქონე პირმა გადაკვეთა მხოლოდ საჰაერო ზონა მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს საერთაშორისო აეროპორტის გავლით; ან
(b) საქართველომ მესამე ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გასცა ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მის ტერიტორიაზე შესვლამდე ან შესვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:
(i) პირს გააჩნია მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, მოქმედების უფრო ხანგრძლივი ვადით, ან
(ii) საქართველოს მიერ გაცემული ვიზა ან ცხოვრების ნებართვა მიღებულია გაყალბებული ან ფალსიფიცირებული დოკუმენტების გამოყენებით ან ცრუ განცხადებების გაკეთების საფუძველზე, ან
(iii) პირი ვერ ასრულებს ვიზასთან დაკავშირებულ რომელიმე პირობას.
(c) მოთხოვნის მიმღებმა სახელმწიფომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი გააძევა თავისი წარმომავლობის ქვეყანაში, ან მესამე სახელმწიფოში.
3. 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება ვრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა ვიზა ან ცხოვრების ნებართვა. თუ ვიზა ან ცხოვრების ნებართვა გაიცა ორი ან მეტი წევრი სახელმწიფოს მიერ, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომელმაც გასცა უფრო ხანგრძლივი მოქმედების დოკუმენტი, ხოლო თუ ერთ, ან რამდენიმე დოკუმენტს უკვე გაუვიდა ვადა, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომლის მიერ გაცემული დოკუმენტიც ჯერ კიდევ ძალაშია. თუ ყველა დოკუმენტს გაუვიდა ვადა, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, რომლის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც ყველაზე ბოლოს გაუვიდა ვადა. თუ ამგვარი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლებელია, 1-ლ პუნქტში მითითებული რეადმისიის ვალდებულება გავრცელდება იმ წევრ სახელმწიფოზე, საიდანაც ყველაზე ბოლოს განხორციელდა გასვლა.
4. რეადმისიის განაცხადთან დაკავშირებით მოთხოვნის მიმღები წევრი სახელმწიფოს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ის იმ პირის სახელზე, რომლის რეადმისიაზეც მიღებულ იქნა თანხმობა, დაუყოვნებლივ და არა უმეტეს 3 სამუშაო დღის განმავლობაში გასცემს სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება გაძევების მიზნით. თუ წევრმა სახელმწიფომ 3 სამუშაო დღის განმავლობაში არ გასცა სამგზავრო დოკუმენტი, ჩაითვლება, რომ ის ცნობს საქართველოს სტანდარტულ სამგზავრო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
ნაწილი III
რეადმისიის პროცედურ
შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ · რედაქცია 22.11.2010
მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
მთავარი მონაცემები
- ვადა 3 სამუშაო დღის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 5. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 6. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. განსაზღვრებები
- მუხლი 2. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 3. მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისია
- მუხლი 4. საკუთარ მოქალაქეთა რეადმისია
- მუხლი 6. პრინციპები
- მუხლი 7. რეადმისიის განაცხადი
- მუხლი 8. მოქალაქეობასთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 9. მესამე ქვეყნის მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული მტკიცებულებები
- მუხლი 10. ვადები
- მუხლი 11. გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების სახეები
- მუხლი 12. შეცდომით განხორციელებული რეადმისია
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 5, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-5/