მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო დაიბრუნებს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ ნებისმიერ ხელახლა დაშვებულ პირს, თუ პირის გადაცემიდან 6 თვის, ხოლო მესამე ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირთა შემთხვევაში – 12 თვის განმავლობაში დადგინდება, რომ წინამდებარე შეთანხმებაში მე-2 მუხლიდან მე-5 მუხლის ჩათვლით წარმოდგენილი პირობები შესრულებული არ არის.
ასეთ შემთხვევებში წინამდებარე შეთანხმების პროცედურული ნორმები იმოქმედებს შესაბამისი ცვლილებებით და წარმოდგენილ იქნება დასაბრუნებელი პირის ვინაობასთან და მოქალაქეობასთან დაკავშირებული ყოველგვარი არსებული ინფორმაცია.

ნაწილი IV
სატრანზიტო ოპერაციებ