1. წინამდებარე შეთანხმება არ ზღუდავს ევროკავშირის, წევრი სახელმწიფოებისა და საქართველოს იმ უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გამომდინარეობს საერთაშორისო სამართლიდან და კერძოდ, შემდეგი დოკუმენტებიდან: (a) 1951 წლის 28 ივლისის კონვენცია ლტოლვილთა სტატუსის შესახებ შესწორებული 1967 წლის 31 იანვრის ოქმით ლტოლვილთა სტატუსის შესახებ; (b) საერთაშორისო კონვენციები, რომლებიც განსაზღვრავს თავშესაფრის მიღების მიზნით შეტანილი განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს; (c) 1950 წლის 4 ნოემბრის ევროპის კონვენცია ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების შესახებ და მისი ოქმები; (d) 1984 წლის 10 დეკემბრის გაეროს კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის წინააღმდეგ; (e) საერთაშორისო კონვენციები ექსტრადიციისა და ტრანზიტის შესახებ; (f) მრავალმხრივი საერთაშორისო კონვენციები და შეთანხმებები უცხოელ მოქალაქეთა რეადმისიის შესახებ, როგორიცაა 1944 წლის 7 დეკემბრის კონვენცია საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ. 2. წინამდებარე შეთანხმების არც ერთი პუნქტი ხელს არ უშლის პირის დაბრუნებას რომელიმე სხვა ფორმალური ან არაფორმალური შეთანხმების საფუძველზე.
ნაწილი VII იმპლემენტაცია და გამოყენებ
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მუხლი 17. შეუზღუდველობის დათქმა— შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და დანიის სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ
მუხლი 17. შეუზღუდველობის დათქმა— „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება
მუხლი 19. დათქმა— ტრანსნაციონალურ ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გაერო-ს კონვენციის ოქმი - სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საშუალებებით მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანის აღკვეთის შესახებ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირის შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესხებ“, მუხლი 17, №0, 22.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016029 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1250250/muxli-17/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია