1. ამ ოქმში არაფერი ხელყოფს სახელმწიფოთა და პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლით, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლი ოქმს ლტოლვილთა სტატუსის შესახებ, აგრეთვე ამ დოკუმენტებით დადგენილ non-refoulement პრინციპს.

2. ამ ოქმში აღნიშნული ღონისძიებების განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ პირები, რომლებიც გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილ ქმედებათა ობიექტი, არ აღმოჩნდნენ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში. ამ ღონისძიებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისა