1. წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყვიტონ მოლაპარაკების გზით.
2. თუ ამ ოქმის ინტერპრეტაციასა და გამოყენებასთან დაკავშირებით ორ ან მეტ წევრ-სახელმწიფოს შორის წარმოშობილი დავის გადაწყვეტა ვერ მოხერხდა მოლაპარაკების გზით გონივრულ ვადაში, მაშინ სადაო საკითხი, ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით, შეიძლება გადაეცეს არბიტრაჟს. თუ არბიტრაჟის დანიშვნასთან დაკავშირებით მოთხოვნის წარდგენიდან ექვსი თვის ვადაში დავის მონაწილე წევრი სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ ორგანიზაციულ საკითხებზე, მაშინ ერთ-ერთ წევრ-სახელმწიფოს შეუძლია საკითხი განსახილველად გადასცეს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს ამავე სასამართლოს წესდებით დადგენილი წესით.
3. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, ამ ოქმის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მიერთების დროს, შეუძლია განაცხადოს, რომ იგი სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მუხლის მე-2 პუნქტს. ამ მუხლის მე-2 პუნქტს არ ექნება სავალდებულო ძალა სხვა წევრი სახელმწიფოებისათვისაც იმ წევრი სახელმწიფოსთან ურთიერთობაში, რომელმაც გააკეთა ასეთი დათქმა.
4. ნებისმიერ წევრ-სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შეუძლია გააუქმოს იგი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნისთვის შეტყობინების გაგზავნის საფუძველზ