1. ამ ოქმის განხორციელებისას, თითოეული წევრი სახელმწიფო, თავისი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, მიიღებს ყველა საჭირო ღონისძიებებას, მათ შორის საკანონმდებლოს, ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობექტ მიგრანტთა იმ უფლებების დაცვის მიზნით, რომლებიც მათ ენიჭებათ შესაბამისი საერთაშორისო-სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, კერძოდ სიცოცხლის უფლება, ასევე უფლება, არ დაექვემდებარონ წამებას ან სხვა სასტიკ, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან სასჯელს.
2. თითოეული წევრი-სახელმწიფო მიიღებს საჭირო ზომებს იმისათვის, რომ მიგრანტებს მიეცეთ სათანადო დაცვით სარგებლობის უფლება ნებისმიერი პირის ან პირთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით, რომელიც მიზნად ისახავს მიგრანტების გადაქცევას ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტად.
3. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია, სათანადო დახმარება აღმოუჩინოს მიგრანტებს, რომელთა სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი.
4. ამ მუხლის დებულებათა გამოყენებისას წევრმა სახელმწიფოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ქალებისა და ბავშვების ინტერესებს.
5. თუ პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი დაკავებულია, თითოეული წევრი სახელმწიფო უნდა დაემორჩილოს საკონსულო ურთიერთობათა შესახებ ვენის კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, იმ მოთხოვნას, რომ დაკავებულ პირს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსულო თანამდებობის პირებისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მათთან კომუნიკაციის უფლების შესახებ ვენის კონვენციის დებულებებ