1. წევრი სახელმწიფო ვალდებულია, დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე დაიბრუნოს ის პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და რომელიც უკან დაბრუნების მომენტისთვის არის მისი მოქალაქე ან მასში მუდმივად მცხოვრები პირი.
2. თითოეულ წევრი სახელმწიფო განიხილავს იმ პირის უკან დაბრუნებისა და მიღების შესაძლებლობას, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და რომელსაც მისი კანონმდებლობის შესაბამისად ჰქონდა მის ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების უფლება მიმღებ სახელმწიფოში შესვლის მომენტისთვის.
3. მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, მოთხოვნის მიმღებმა წევრმა სახელმწიფომ, დაუსაბუთებელი ან არაგონივრული დაყოვნების გარეშე, უნდა შეამოწმოს არის თუ არა პირი, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი, მისი მოქალაქე ან მის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები პირი.
4. იმ პირის დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი და, რომელსაც არ აქვს სათანადო დოკუმენტაცია, წევრი სახელმწიფო, რომლის მოქალაქე ან მუდმივი მაცხოვრებელიც არის ეს პირი, ვალდებულია გასცეს, მიმღები სახელმწიფოს მოთხოვნით, ისეთი სამგზავრო დოკუმენტები ან სხვა ნებართვა, რომელიც აუცილებელია ამ პირის მიერ მის ტერიტორიაზე დაბრუნებისა და შესვლისათვის.
5. თითოეული წევრი სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია იმ პირის დაბრუნებით, რომელიც გახდა ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი, უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა ორგანიზებულად დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით და პირის ღირსებისა და უსაფრთხოების ინტერესების დაცვით.
6. წინამდებარე მუხლის განხორციელების მიზნით წევრ-სახელმწიფოებს შეუძლიათ ითანამშრომლონ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
7. ეს მუხლი არ შეზღუდავს მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე იმ პირთათვის მინიჭებულ უფლებებს, რომლებიც წარმოადგენენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტს.
8. ეს მუხლი არ შეზღუდავს ნებისმიერ სხვა ორმხრივი თუ მრავალმხრივი ხელშეკრულებით ან ოპერაციული ხასიათის ხელშეკრულებით ან შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ არეგულირებს იმ პირთა დაბრუნების საკითხებს, რომლებიც გახდნენ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებების ობიექტი.
IV. დასკვნითი დებულებე