1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით –
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი:
ა) არაერთგზის;
ბ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ;
გ) მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით;
დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით;
ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, −
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;
ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №876
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (25.07.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 3441. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) კანონმდებლობის დადგენილი წესების დარღვევით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ; გ) მიგრანტის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით; დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით; ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით. საქართველოს 2006 წლის 25 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271 [მუხლი 344 1 . საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) 1. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანა ან/და მისთვის საქართველოში ყოფნისთვის შესაბამისი პირობების შექმნა (ხელის შეწყობა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) არაერთგზის; ბ) ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; გ) მიგრანტის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით; დ) მიგრანტის მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობით, მისი ექსპლუატაციის ჩათვლით; ე) ყალბი საბუთების გამოყენებით, − ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება: ა) ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; ბ) რამაც გამოიწვია მიგრანტის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ხუთიდან ოც წლამდე ან უვადოდ ან თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე. შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით. (ამოქმედდესსაქართველოს 20252006 წლის 125 ოქტომბრიდან)]ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №37, 07.08.2006 წ., მუხ.271
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 41(48), 13/08/1999.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება