1. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა –
ისჯება ჯარიმით ან უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) ძალადობით ან ძალადობის მუქარით, –
ისჯება უცხოელის საქართველოდან გაძევებითა და საქართველოში შემოსვლის აკრძალვით ვადით ორიდან ათ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ხუთ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიიდან შემოვიდა, სადაც მას „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით, მე-19 მუხლის პირველი პუნქტით, 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით ან 22-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა, თუკი იგი დაუყოვნებლივ, პირველი შესაძლებლობისთანავე გამოცხადდა სახელმწიფო ორგანოში, წარადგინა სათანადო განმარტება საქართველოში უკანონოდ შემოსვლასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონის შესაბამისად მოითხოვა საერთაშორისო დაცვა, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები.
2. თუ საერთაშორისო დაცვის თაობაზე შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებით განისაზღვრება, რომ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვას არ საჭიროებს, იგი არ გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ამ შენიშვნის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება აგრეთვე პირი, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა.
საქართველოს 2002 წლის 4 ივლისის კანონი №1627 – სსმ I, №23, 24.07.2002 წ., მუხ.113
საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №673 – სსმ I, №42, 31.12.2004 წ., მუხ.214
საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2619 - სსმ I, №4, 18.01.2006 წ., მუხ.39
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90
საქართველოს 2006 წლის 20 ივნისის კანონი №3309 - სსმ I, №25, 13.07.2006 წ., მუხ.196
საქართველოს 2015 წლის 17
ივლისის კანონი
№4060
- ვებგვერდი, 29.07.2015წ.
საქართველოს 2024 წლის 18 აპრილის კანონი №4137 - ვებგვერდი, 02.05.2024წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №876 – ვებგვერდი, 07.07.2025
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(232)
- საქმე №2კ-706აპ.-25 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 08.10.2025
…საათზე, დაკავებული იქნა სასაზღვრო განწესში მყოფი მესაზღვრე პოლიციელების მიერ. 2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება: 2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 12 დეკემბრის განაჩენით, ა. გ– ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით. 2.2.…
- საქმე №2კ-231-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.12.2024
…დეკემბრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა – 3000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 8000 ლარი. 3. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით რ. გ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის…
- საქმე №2კ-576აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.11.2024
…და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 18 წლით; 3.1.1. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 27 სექტემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 1 წლით (რაც ჩათვლილი ჰქონდა პირობითად) და საქართველოს…
- საქმე №2კ-795აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.10.2024
…მსჯავრდებულ დ. ა-ის ადვოკატ გ. შ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა: 1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით დ. ა-ი, - (- რესპუბლიკის მოქალაქე), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, ამავე კოდექსის 50-ე…
- საქმე №2კ-395აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
…2023 წლის 21 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების: ს. ჰ–სა და ჩ. ქ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ლ. რ–მ. კასატორი საკასაციო საჩივრით მოითხოვს: ჩ. ქ–ს უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხილ მსჯავრდებაში, ხოლო საქართველოს სსკ-ის 19, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების, სსკ-ის 19, 344-ე მუხლის…
- საქმე №2კ-437აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2024
- საქმე №2კ-1354აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 27.05.2024
- საქმე №2კ-1272აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 19.03.2024
- საქმე №2კ-949აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.03.2024
- საქმე №2კ-4-I-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2024
- საქმე №2კ-1082აპ.-23 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.01.2024
- საქმე №2კ-1326აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.06.2023
- საქმე №2კ-59-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.12.2022
- საქმე №2კ-47-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2022
- საქმე №2კ-38-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 18.07.2022
- საქმე №2კ-342აპ.-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.06.2022
- საქმე №ას-2-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.05.2022
- საქმე №2კ-5-I-22 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 21.02.2022
- საქმე №2კ-755აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 03.12.2021
- საქმე №2კ-431-I-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 29.10.2021
- საქმე №2კ-404აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 22.10.2021
- საქმე №2კ-716აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 13.10.2021
- საქმე №2კ-953აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 28.09.2021
- საქმე №2კ-285აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.09.2021
- საქმე №2კ-288აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 05.07.2021
- საქმე №2კ-523აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.07.2021
- საქმე №2კ-18აპ.-21 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 14.05.2021
- საქმე №2კ-709აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.01.2021
- საქმე №2კ-496აპ.-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.11.2020
- საქმე №2კ-281აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 04.08.2020
- საქმე №2კ-298აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 23.07.2020
- საქმე №2კ-70აპ.-20 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 02.07.2020
- საქმე №86აგ.-2018 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.12.2019
- საქმე №2კ-51-I-19 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 20.12.2019
- საქმე №2კ-791აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 17.05.2019
- საქმე №2კ-244აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.10.2018
- საქმე №2კ-203აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2018
- საქმე №2კ-169აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 24.09.2018
- საქმე №2კ-140აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 01.08.2018
- საქმე №2კ-149აპ.-18 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 31.07.2018
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 232-დან.