1. თითოეული წევრი სახელმწიფო მიიღებს ზომებს იმისათვის, რომ შეიმუშაოს ან გააძლიეროს საინფორმაციო პროგრამები, რათა მოხდეს საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, რომ ამ ოქმის მე-6 მუხლში ჩამოთვლილი ქმედებები წარმოადგენს დანაშაულებრივ საქმიანობას, რომელსაც ხშირად ჩადიან დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფები სარგებლის მიღების მიზნით და რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ასეთ მიგრანტებს.
2. კონვენციის 31-ე მუხლის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოები ითანამშრომლებენ საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდების დარგში იმ მიზნით, რომ თავიდან იქნეს აცილებული პოტენციური მიგრანტის გადაქცევა დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მსხვერპლად.
3. თითოეული წევრი სახელმწიფო, საჭიროების მიხედვით, შეიმუშავებს ან გააძლიერებს განვითარებისა და თანამშრომლობის პროგრამებს ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე, რომლებშიც გაითვალისწინებს მიგრაციის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს და განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ეკონომიკურად და სოციალურად ჩამორჩენილ რეგიონებს იმისათვის, რომ ებრძოლოს მიგრანტთა უკანონო გადაყვანის გამომწვევ ძირითად სოციალურ და ეკონომიკურ მიზეზებს, როგორიცაა სიღარიბე და განვითარების დაბალი დონ