1. წევრი სახელმწიფო, რომელიც გემის მიმართ ატარებს ამ ოქმის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ ზომებს, ვალდებულია:
(a) უზრუნველყოს გემზე მყოფი პირების უსაფრთხოება და მათ მიმართ ჰუმანური მოპყრობა;
(b) სათანადო ყურადღება მიაქციოს იმას, რომ საფრთხე არ შეექმნას გემს ან მასზე არსებულ ტვირთს;
(c) სათანადო ყურადღება მიაქციოს იმას, რომ ზიანი არ მიადგეს ალმის სახელმწიფოს ან სხვა დაინტერესებული სახელმწიფოს ეკონომიკურ თუ იურიდიულ ინტერესებს;
(d) რამდენადაც ეს შესაძლებელია უზრუნველყოს, რომ გემის მიმართ ზომების გამოყენებისას ზიანი არ მიადგეს გარემოს.
2. იმ შემთხვევაში, თუ საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა ამ ოქმის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ზომების მიღება, გემს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული ზარალი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გემს არ ჩაუდენია ისეთი ქმედება, რაც გაამართლებდა ამ ზომების მიღებას.
3. ამ თავის შესაბამისად ნებისმიერი ზომის მიღების ან განხორციელებისას, სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ხელყოფილი არ იქნეს ან არ შეიზღუდოს:
(a) სანაპირო სახელმწიფოების საერთაშორისო საზღვაო სამართლით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, აგრეთვე მათ მიერ იურისდიქციის განხორციელების უფლება; ან
(b) ალმის სახელმწიფოს უფლებამოსილება, განახორციელოს იურისდიქცია და ადმინისტრაციული, ტექნიკური და სოციალური კონტროლი გემთან მიმართებაში.
4. ამ თავის შესაბამისად ზღვაზე ნებისმიერი ზომის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სამხედრო ხომალდებს ან სამხედრო თვითმფრინავებს ანდა სხვა გემებს ან თვითმფრინავებს, რომელთაც აქვთ აშკარად გამოკვეთილი ამოსაცნობი ნიშნები, რომ ისინი იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურში და სარგებლობენ აღნიშნული უფლებამოსილებით.
III. აღკვეთის, თანამშრომლობის და სხვა ღონისძიებე