ამ ოქმის მიზნებისთვის:
(a) „მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა“ ნიშნავს პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური თუ სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით პირის უკანონო შესვლის უზრუნველყოფას წევრ- სახელმწიფოში, რომლის მოქალაქეც ან მუდმივი მაცხოვრებელიც არ არის ეს პირი;
(b) „უკანონო შესვლა“ ნიშნავს საზღვრის გადაკვეთას მიმღებ სახელმწიფოში შესასვლელად კანონით დადგენილი წესების დარღვევით;
(c) „ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“ ნიშნავს სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს:
i. რომელიც დამზადებულია გაყალბების გზით ან სხვაგვარად არსებითადაა შეცვლილი იმ პირის ან უწყების მიერ, რომელიც სახელმწიფოს სახელით და კანონით არ არის უფლებამოსილი დაამზადოს ან გასცეს სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ან
ii. რომელიც გაცემულია დადგენილი წესის დარღვევით ან მოპოვებულია სხვა პირის გამოცხადების, კორუფციის, იძულების ან სხვა უკანონო გზით; ან
iii. რომელიც გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის მისი კანონიერი მფლობელი.
(d) „გემი“ ნიშნავს ნებისმიერი სახის წყლის ტრანსპორტს, მათ შორის არაწყალწყვითი სახეობის ტრანსპორტს და ჰიდროთვითმფრინავებს, რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს წყალზე გადაადგილების საშუალებად, გარდა სახელმწიფოს კუთვნილი ან მის ექსპლოატაციაში მყოფი სამხედრო ხომალდის, დამხმარე სამხედრო საზღვაო ხომალდის ან სხვა გემისა, რომელიც მოცემულ მომენტში იმყოფება მხოლოდ სახელმწიფო არაკომერციულ სამსახურშ