1. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს ამ ოქმის მე-6 მუხლში მითითებული ქმედებები, როდესაც ისინი ჩადენილია განზრახ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით:
(a) მიგრანტთა საზღვარზე უკანონო გადაყვანა;
(b) ერთ-ერთი ქვემოთ განსაზღვრული ქმედება ჩადენილი მიგრანტთა საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის მიზნით:
i. ყალბი სამგზავრო ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის შექმნა;
ii. ასეთი დოკუმენტის შეძენა, გადაცემა ან ფლობა;
(c) ამ პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნული ქმედების ან სხვა უკანონო ქმედების გზით, იმ პირისთვის, რომელიც არ არის მოცემული სახელმწიფოს მოქალაქე ან არ გააჩნია ამ სახელმწიფოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილი, ამ სახელმწიფოში დარჩენის შესაძლებლობის მიცემა, საამისოდ კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების გარეშე.
2. თითოეული წევრი სახელმწიფო აგრეთვე ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს:
(a) ქვეყანაში არსებული სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენის მცდელობა;
(b) თანამონაწილეობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a),(b)(i) ან (c) ქვეპუნქტებით დადგენილ დანაშაულში და, ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, თანამონაწილეობა ამ მუხლის (1)(b)(ii) პუნქტით დადგენილ დანაშაულში;
(c) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ორგანიზება, და/ან ხელმძღვანელობა.
3. თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა ღონისძიებები, რაც აუცილებელია იმისათვის რომ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a),(b)(i) და (c) ქვეპუნქტებით დადგენილი დანაშაულების და, ამ მუხლის მე-2 პუნქტის (b) და (c) პუნქტებით დადგენილი დანაშაულების დამამძიმებელ გარემოებებად გამოცხადდეს:
(a) გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ან შეიძლება შეუქმნან მიგრანტების სიცოცხლეს ან უსაფრთხოებას; და
(b) გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა ამ მიგრანტების მიმართ არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობა ანდა მათი ექსპლოატაცია.
4. ამ ოქმის არცერთი პუნქტი არ ზღუდავს წევრ-სახელმწიფოს, მიიღოს ზომები იმ პირის წინააღმდეგ, რომლის ქმედებაც დასჯადია მისი შიდა კანონმდებლობით.
II. მიგრანტთა უკანონო გადაყვანა საზღვაო საშუალებებ