1. თითოეული მონაწილე სახელმწიფო ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს ამ ოქმის მე-3 მუხლში მითითებული ქმედებები, როდესაც ისინი ჩადენილია განზრახ.
2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო აგრეთვე ვალდებულია, გაატაროს ისეთი საკანონმდებლო და სხვა სახის ღონისძიებები, რომლებიც აუცილებელია, რათა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოცხადდეს:
(a) ქვეყნის შიგნით მოქმედი სამართლებრივი სისტემის ძირითადი დებულებების დაცვის პირობით, ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩადენის მცდელობა;
(b) თანამონაწილეობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილ დანაშაულში; და
(c) სხვა პირთა ორგანიზება ან ხელმძღვანელობა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით დადგენილი დანაშაულის ჩასადენად.
II. ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაც