ამ ოქმის მიზნებისთვის:

(a) „ტრეფიკინგი“ ნიშნავს ადამიანთა გადაბირებას, ტრანსპორტირებას, გადაყვანას, შეფარებას ან მიღებას, მუქარის, ძალის გამოყენების ან იძულების სხვა საშუალებით, მოტაცებით, თაღლითობით, მოტყუებით, ძალაუფლების ან პირის უმწეობის ბოროტად გამოყენებით ან იმ პირის თანხმობის მისაღწევად თანხის ან სხვა სარგებლის მიცემით ან მიღებით, ვისი დამოკიდებულების ქვეშაც იმყოფება მეორე პირი, ამ ადამიანთა ექსპლუატაციის მიზნით. ექსპლუატაცია, როგორც მინიმუმი, გულისხმობს სხვათა პროსტიტუციის ექსპლუატაციას ან სქესობრივი ექსპლუატაციის სხვა ფორმას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას, კატორღულ შრომას ან ორგანოთა გადანერგვას;

(b) თუ გამოყენებულია ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება, ადამიანთა ტრეფიკინგის მსხვერპლის თანხმობის აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მის წინასწარგანზრახულ ექსპლუატაციაზე მნიშვნელობა არ ენიჭება;

(c) ბავშვის სამუშაოზე აყვანა, ტრანსპორტირება, გადაყვანა, თავშესაფრის მიცემა ან მიღება ექსპლუატაციის მიზნით მიიჩნევა „ტრეფიკინგად“ მაშინაც კი, როდესაც მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა ამ მუხლის (a) ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საშუალება;

(d) „ბავშვი“ გულისხმობს ნებისმიერ ადამიანს 18 წლის ასაკამდ