1. მონაწილე სახელმწიფოები შეიმუშავებენ შეთანხმებულ პოლიტიკას, პროგრამებს და სხვა ღონისძიებებს:

(a) ტრეფიკინგის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის მიზნით;

(b) ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების, განმეორებით მსხვერპლად ქცევისაგან დაცვის მიზნით;

2. ტრეფიკინგის აღკვეთისა და მასთან ბრძოლის მიზნით, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ისეთი ღონისძიებების გატარებას, როგორიცაა კვლევითი საქმიანობა, საინფორმაციო კამპანია, სოციალური და ეკონომიკური ინიციატივები.

3. ამ მუხლის შესაბამისად შემუშავებული პოლიტიკა, პროგრამები და სხვა ღონისძიებები, საჭიროების მიხედვით, შეიძლება მოიცავდეს თანამშრომლობას არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა შესაბამის დაწესებულებებთან და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებთან.

4. მონაწილე სახელმწიფოებმა ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით უნდა მიიღონ ან გააძლიერონ ღონისძიებები, რათა მოხდეს იმ ფაქტორების შემცირება, რომლებიც პირებს, განსაკუთრებით ქალებსა და ბავშვებს, დაუცველს ხდის ტრეფიკინგისგან, კერძოდ, ისეთი ფაქტორების შემცირება, როგორიცაა სიღარიბე, განვითარების დაბალი დონე და შესაძლებლობებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა.

5. მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ან აძლიერებენ საკანონმდებლო და სხვა ზომებს, როგორიცაა საგანმანათლებლო, სოციალური და კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი თანამშრომლობის გზით, რათა შეზღუდონ ის მოთხოვნა, რომელიც ხელს უწყობს ნებისმიერი ფორმით ადამიანების, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების ექსპლუატაციას და იწვევს ტრეფიკინგ