1. ადამიანების თავისუფალ გადაადგილებასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შეუზღუდავად, მონაწილე სახელმწიფოები საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში გააძლიერებენ საზღვრის კონტროლის ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც შეიძლება საჭირო გახდეს ტრეფიკინგის აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით.

2. თითოეული მონაწილე სახელმწიფო, შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღებს საკანონმდებლო და სხვა ზომებს, რათა აღიკვეთოს კომერციულ გადამზიდველთა სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით ამ ოქმის მე-5 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

3. საჭიროების შემთხვევაში და მოქმედი საერთაშორისო კონვენციების შეუზღუდავად, ასეთი ღონისძიება შეიძლება გულისხმობდეს კომერციული გადამზიდველებისათვის, მათ შორის სატრანსპორტო კომპანიებისთვის ან სატრანსპორტო საშუალებების მფლობელთათვის ან ოპერატორებისათვის შესაბამისი ვალდებულების დაკისრებას, იმ მიზნით, რომ დადგინდეს, აქვს თუ არა ყველა მგზავრს მიმღებ სახელმწიფოში შესვლისათვის საჭირო ყველა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი.

4. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მონაწილე სახელმწიფო მიიღებს ისეთ ზომებს, რომელთა საფუძველზეც დაწესდება სანქციები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისთვის.

5. შიდა კანონმდებლობის შესაბამისად, თითოეული მონაწილე სახელმწიფო განიხილავს ისეთი ზომების მიღების შესაძლებლობას, რომლითაც შესაძლებელია ამ ოქმით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირებისთვის მათი ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმა ან მათთვის ვიზების გაუქმება.

6. კონვენციის 27-ე მუხლის შეუზღუდავად, მონაწილე სახელმწიფოები მხედველობაში იღებენ სასაზღვრო კონტროლის ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობას, მათ შორის, პირდაპირი საკომუნიკაციო არხების შექმნისა და ოპერირების გზი