1. ამ ოქმში არაფერი ხელყოფს სახელმწიფოთა და პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლით, მათ შორის საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების სამართლით, ხოლო შესაბამის შემთხვევებში, 1951 წლის კონვენციასა და 1967 წლის ოქმს, აგრეთვე ამ დოკუმენტებით დადგენილ non-refoulement პრინციპს.
2. ამ ოქმში აღნიშნული ღონისძიებების განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს ისე, რომ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ პირები, იმის გამო, რომ ისინი გახდნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი. ამ ღონისძიებათა განმარტება და გამოყენება უნდა მოხდეს დისკრიმინაციის დაუშვებლობის შესახებ საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისა